რეზონანსი
24.06.2019

 (რეზონანსი) ქართველი პარლამენტარები მოსკოვში ივლისის დასაწყისში დაგეგმილ „პარლამენტარიზმის განვითარების" ფორუმზე აპირებენ ჩასვლას. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმზე დასასწრებად მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის" წევრები აპირებენ გამგზავრებას, რომლებსაც რუსული მხარე უსაფრთხოების გარანტიას აძლევს.

„საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული", - აცხადებს კალაშნიკოვი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×