რეზონანსი
24.06.2019

 (რეზონანსი) პოლიციამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დააკავებულია ერთი პირი.

დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1943 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკებისას, სიძეს - 1980 წელს დაბადებული ბ.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ჯერ გარდაბანში მდებარე კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×