(რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების„ ოფისში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება.
მისი თქმით, შს მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს.
„აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას თანამდებობაზე დატოვება და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. მაშინ, როცა გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება იყოს შს მინისტრი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო, ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება ადამიანებისთვის დამიზნებით ესროლათ და დაესახიჩრებინათ. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი, ამიტომ, მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია",- განაცხადა ხოშტარიამ.
ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მომხდარში შს მინისტრის გიორგი პასუხისმგებლობის საკითხს არ ხედავს.