რეზონანსი
24.06.2019

 (რეზონანსი) 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლას სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა.

ასეთი ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც „რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმის უკან დგას და ხელში ფარი თვადაც უჭირავს.

ანზორ ჩუბინიძე არის ადამიანი, რომელიც პირადად იცავდა ბიძინა ივანიშვილს მაშინაც ვიდრე ის პოლიტიკაში მოვიდოდა. მას შემდეგ კი რაც ივანიშვილი ხელისუფლების უმაღლესი პირი გახდა ჩაიბარა მისი როგორც სახელმწიფო მოხელის დაცვა.

„ფაქტია, რომ დარბევის გადაწყვეტილება მიიღო პირადად ივანიშვილმა და მოახდინა მისი კომუნიკაცია გახარიასთან, მაგრამ რადგან ანზორ ჩუბინიძე ასევე იმყოფებოდა პარლამენტის პერიმეტრი, უშუალოდ დარბევის დროს პოლიციელებთან ერთად, შესაძლებელია, რომ დავალება მან ასევე მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს არაფერი ესაქმება აქციაზე, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, ეს არის უკანონობა", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×