რეზონანსი
24.06.2019

 საქართველო - რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურს 2 დღის განმავლობაში, 700-მა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში მუშაობს ცხელი ხაზი. ზარები, ძირითადად, თანხის კომპენსაციას ეხება. ოფიციალური პირების განმარტებით, მოქალაქეებს აინტერესებთ: როგორ და რა ფორმით დაუბრუნდებათ ის თანხა, რომელიც საქართველოში დაგეგმილი ტურისტული ტურებისთვის გადაიხადეს. სახელმწიფო მოხელეები ამბობენ, რომ ზარები უმეტესად მოსკოვის, პეტერბურგის, ლენინგრადის, ეკატერინბურგის, ნოვოსიბირსკის ოლქებიდან შედის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×