რეზონანსი
24.06.2019

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა იმის შესახებ წერს, რომ ბათუმში, ერთ-ერთი რესტორნის ადმინისტრაციამ სტუმარს რუსული სიმღერის შესრულებაზე უარი უთხრა:

"ერთი ამბავი გავიგე და მინდა გაგიზიაროთ. არის ერთი რესტორანი ბათუმში, "სან-რემო" ჰქვია. ცოტა წუთის წინ შეხლა-შემოხლა მომხდარა. მიზეზი? სტუმარმა რუსული სიმღერა მოითხოვა, რესტორნის ადმინისტრაციამ კი კატეგორიული უარი განუცხადა და ეს გამხდარა უსიამოვნების მიზეზი. ჰოდა, გაუმარჯოს ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს! მადლობა „სან-რემოს“ არაჩვეულებრივ მფლობელებს და თანამშრომლებს! ამიერიდან ბათუმში ჩემთვის N1 რესტორანი "სან-რემოა!“ - წერს ქაცარავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×