რეზონანსი
24.06.2019

 რუსთაველის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ამ დროისთვის 3 ახალგაზრდა შიმშილობს, ისინი პროტესტის შეწყვეტას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ გეგმავენ, ეს მოთხოვნებია - შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა, აქციის დაკავებული მონაქილეების გათავისუფლება და იმ სამართალდამცავების დასჯა, რომლებმაც 20 ივნისის აქციის დაშლის დროს უფლებამოსილებას გადაამეტეს.

"ოთხი დღეა გრძელდება აქციები და ჩვენ შედეგი ვერ დავინახეთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტის ის ფორმაა, რომელიც ხელისუფლებას უბიძგებს რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება და დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. შეიძლება ბევრს ეჭვი შეეპაროს, რომ ჩვენ დავაანონსოთ შიმშილობა და მერე სახლში წავიდეთ. ამიტომ ეს ის ადგილია, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენ მონაწილეები ვართ ამ აქციების და ჩვენი თანამებრძოლების, იმ მსხვერპლს, რაც მათ ჩვენთვის გაიღეს, აუცილებლად დავაფასებთ,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გვანცა არევაძე.

დღეს მოშიმშილე ახალგაზრდებს შესაძლოა კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×