რეზონანსი
24.06.2019

 არ დატოვოს გიორგი გახარიამ შს მინისტრის თანამდებობა - ამ მოთხოვნით ონლაინ პეტიცია შეიქმნა, რომელიც ვებ-გვერდ manifest.ge-ზე განთავსდა.  მიმართვის ადრესატებს შორის მითითებულია საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი. 

"2017 წლიდან გიორგი გახარია არის შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ წლებში მან დაამტკიცა მისი პატრიოტიზმი და ქვეყნის ერთგულება. მისი ძლიერი პოლიტიკური ფიგურის მიხედვით ადვილად შეიძლება ვიმსჯელოთ თუ რაოდენ კარგად შეუძლია მართოს მან პოლიტიკური კრიზისები და ქვეყანაში არსებული არეულობა და ოპოზიციური პარტიების თუ სხვა გარე მტრის მიერ მართული სცენები. ზუსტად ასეთი ძლიერი პიროვნების გადაყენებას ითხოვს დღეს ოპოზიციური პარტია, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მსურველი არ ჰყავს მის გადაყენებას, მაგრამ პეტიციის შემქმნელების მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მისნაირი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა საჭიროა დღეს საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირი იყოს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

პეტიციას ამ დროისთვის მხარი უკვე 800-მდე ადამიანმა დაუჭირა. 

გიორგი გახარიას მხარდასაჭერად ასევე შეიქმნა ჰეშთეგი #გახარიაჩვენიმინისტრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×