რეზონანსი
24.06.2019

 რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ველოსიპედით მოსიარულე 19 წლის ახალგაზრდას დაეჯახა და რამდენიმე მეტრზე გადააგდო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული მამაკაცი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

"პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმები, ექკორიაციები. ვიზუალურად არ ჩანს მოტეხილობები, არის მხოლოდ ექსკორიაციები, დაჟეჟილობები. მენჯი, ფეხი და ორივე იდაყვი უნდა გადავიღოთ. პაციენტი არის გონზე და კონტაქტურია", - განაცხადა "კლინიკა რუსთავი"-ს გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა ლეილა გიგაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×