რეზონანსი
24.06.2019

 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია. ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მშიდობიანი მსვლელობით კანცელარიისკენ მიემართებიან. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, დღეს აქციის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ. საპროტესტო აქცია ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×