რეზონანსი
23.06.2019

 როგორც უკვე ვიცით, კობახიძემ ქუთაისის ,,ტორპედო" დატოვა. შემდეგი ფეხბურთელი, რომელმაც კლუბი დატოვა იყო ალექსანდრ აზაცკი, რომელიც თავის ყოფილ გუნდს - ოსტრავას დაუბრუნდა. 

გუნდი ასევე დატოვა ბრაზილიელმა შემტევმა რიჩარდ ლუკამ, რომელის წასვლაც მწვრთნელმა პრესასთან საუბარში დაადასტურა.

,,ტორპედოს" რიგები ქართველმა ფეხბურთელმაც დატოვა. მერაბ გიგაური სულ მალე აზერბაიჯანულ კლუბში განაგრძობს თამაშს.

,,ვიმედოვნებ გუნდის სიტუაცია 1 კვირაში გამოსწორდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა ლიგაზე ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდებით" - პრესასთან საუბრისას აღნიშნავს ,,ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×