სპორტული საინფორმაციო გამოცემა ,,Sport" ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიის ,,ბარსელონასა" და ,,პსჟ-ს" შორის მოლაპარაკებები დაიწყო ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, პარიზელებს მოგების მიღება სურთ და ნეიმარის გამოსასყიდ თანხად 300 მილიონი დაასახელეს.
თავის მხრივ ,,ბარსელონამ" ,,პსჟ-ს" კოუტინიო და 100 მილიონი შესთავაზა. გარდა ამისა, კატალონიური კლუბი თანხმაა, რომ ტრანსფერში უმტიტი და რაკეტიჩიც ჩართოს.