რეზონანსი
23.06.2019

 უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ტელეკომპანიის ძალადობრივი გზით აღების შესახებ ეხმაურება. თალაკვაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიაში შეჭრის გეგმას განიხილავს.

"მას შემდეგ რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან "რუსთავი 2- ის" დასაცავად. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოს, არც ერთ მედიას არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×