რეზონანსი
23.06.2019

 (რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა რუსი ტურისტების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსმა ტურისტებმა თავი მხოლოდ უსაფრთხოდ კი არა, არამედ ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ და შიდაპოლიტიკური ფრონტებიდან ცნობები არ უნდა იკითხონ.

„ზურაბიშვილი ძალიან ცდილობს... ეს განცხადება მომზადდა კალკულატორის გამოყენებით", - წერს ზახაროვა თავის „ფეისბუქგვრედზე".

საქართველოს პრეზიდენტმა „ევრონიუსთან" ინტერვიუში ვლადიმირ პუტინის იმ ბრძანებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, საქართველოსთან ავიამიმოსვლა იკრძალება.

„ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ. პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაწყვიტონ პრობლემები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×