რეზონანსი
23.06.2019

 (რეზონანსი) რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი Twitter-ზე ქართველი ფეხბურთელების მიერ საქართველოს ჩემპიონატზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოჩენას ეხმიანება.

რუსი პოლიტიკოსი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებით ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები ეროვნული ლიგის მე-19 ტურში "ბოლნისის სიონთან" გამართულ მატჩზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ. მაისურებზე საქართველოს დროშა და ინგლისურად გაკეთებული წარწერა იყო: "We are from Georgia and our country is occupied by Russia!" ("ჩვენ საქართველოდან ვართ და ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი რუსეთს აქვს ოკუპირებული!).

ამ ფორმით საფეხბურთო კლუბი საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ასეთივე ფორმით გააპროტესტეს ოკუპაცია და ბოლო პერიოდის მოვლენები "თბილისის ლოკომოტივმა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×