რეზონანსი
23.06.2019

 (რეზონანსი) მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპული თამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ტიტულოვან რუს სპორტსმენს დენის იარცევს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ძირითად დროში გამარჯვების მოპოვება ვერც ერთმა სპორტსმენმა ვერ შეძლო, თუმცა ლაშა ორჯერ იყო გაფრთხილებული და მორიგი გაფრთხილების შემთხვევაში ორთაბრძოლას დათმობდა.

ოქროს ქულის მესამე წუთზე შავდათუაშვილმა მაყურებელს შესანიშნავი ილეთი შესთავაზა, იარცევი ტატამზე გააკრა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ევროპული თამაშების გამო წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, შესაბამისად, წლევანდელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატის რანგშია აყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×