რეზონანსი
23.06.2019

 (რეზონანსი) წარმოშობით რუსი ევგენი პრიმაჩენკო, რომელიც დღეს უმსხვილესი ამერიკული სარეკლამო კომპანიის "Wieden+Kennedy"-ის კრეატიული დირექტორია, რუს ტურისტებს ასე მოუწოდებს: "საქართველო უმშვენიერესია. იფრინეთ იქ, თუნდაც ამსტერდამის გავლით".

რუსეთში მოღვაწე პუბლიცისტი და სატირიკოსი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოს მიმართ კრემლის ახალ სანქციებს ეხმიანება და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს: "პუტინის გულის გასახეთქად ყველანი ერთად დავიძრათ საქართველოსკენ და ქართველებს სიყვარულში გამოვუტყდეთ".

რუსებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. გთავაზობთ ამონარიდებს პეტიციიდან, რომელსაც უკვე 5000-ზე მეტმა რუსმა ტურისტმა მოაწერა ხელი:

"გვიყვარს ქართველები და ფეხით ჩასვლაც რომ მოგვიწიოს, მაინც ჩავალთ საქართველოში".

"რუსებს საქართველოში ყოველთვის მეგობრულად ხვდებიან. გთხოვთ, ადამიანებს მოგვეცით არჩევანის საშუალება, სად დავისვენოთ."

"რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. მივცეთ საშუალება ხალხებს, გააგრძელონ მეგობრული ურთიერთობა და თავად გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანაში ჩავიდნენ სამოგზაუროდ თუ დასასვენებლად".

"არ გვესმის, რატომ უნდა ვიცხოვროთ პუტინის ბრძანებით, რატომ უნდა გვიწყვეტდეს იგი, სად და რომელ ქვეყანაში გავატაროთ თავისუფალი დრო?! ჩვენ გვიყვარს საქართველო, ყოველ ჩამოსვლაზე ახალ სასიამოვნო აღმოჩენებს ვაკეთებთ და ეს დიდი ბედნიერებაა".

შეგახსნებეთ, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ.

"კვირისპალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×