რეზონანსი
23.06.2019

 (რეზონანსი) თბილისში გამართულ საპროტესტო აქციასა და დაპირისპირებაზე შეფასებები აშშ-ში რეგიონზე მომუშავე მიმომხილველებმა და თბილისის პარტნიორებმა გააკეთეს. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

„პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ, ჩვენი საქმე არაა "ქართული ოცნება" იქნება სათავეში, თუ "ნაციონალური მოძრაობა". ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია. ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი, მაგრამ პასუხისმგებლობა არაა თანაბარი. მთავრობას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს. ჩემი საქმე არ არის ვთქვა, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, ეს საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს.

რუსები ამბობენ, რომ ამერიკელები ვიყავით „ვარდების რევოლუციის" უკან - ეს სრული სისულელეა. ვფიქრობ ხალხი, არა მარტო ქართველები, არამედ უკრაინელები, ქართველები თუ სხვები, მათი მთავრობისგან მოითხოვენ, რომ მათ გულისხმიერებით მოეკიდონ. საქართველოს მთავრობას და ბატონ ივანიშვილს ეს უნდა ახსოვდეს. ავტორიტარები ახერხებენ გადარჩენას იქამდე, სანამ ერთ დღეს ეს არ შეიცვლება", - ამბობს დიპლომატი და „ატლანტიკური საბჭოს" მკლევარი დენ ფრიდი.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი კი ამბობს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო და ამასთანავე მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×