(რეზონანსი) ამ დროისთვის, თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში 28 პაციენტი რჩება.
მათგან 2-ის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. კლინიკებში მყოფ პაციენტებს შორისაა 2 პოლიციელი, 3 ჟურნალოსტი და 23 მოქალაქე.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
ამის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში სულ 240 დაშავებული გადაიყვანეს.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.