რეზონანსი
23.06.2019

 დავით ქაცარავას მეუღლე, სოფია ხაჭაპურიძე, სოციალური ქსელით იმ ადამიანს მიმართავს, ვინც მის მეუღლეს ესროლა:

"მე მსურს მივმართო იმ ადამიანს, არ ვიცი სპეცრაზმელია, არ ვიცი რა დანაყოფს ეკუთვნის, რა ჩინი აქვს,  რომელმაც ჩემს მეუღლეს და დემურ ნიჟარაძეს გაშლილი ხელებით დგომისას და მიმართვისას "ბიჭებო არ გვესროლოთო", გაწია ფარებაფარებული კორდონი, გამოყო ლულა და დამიზნებით ესროლა:

ხომ ადამიანი ხარ? დედა ხომ გყავს? არ ვიცი რა ასაკის ხარ,  არ ვიცი შვილი გყავს თუ არა. რა სინდისით გძინავს? რად გიღირდა ეს ყოველივე? არ ვიცი, ღმერთი გწამს თუ არა. თუ გწამს, რა პასუხი გაქვს?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×