რეზონანსი
23.06.2019

 რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ დაიძრნენ. დემონსტრანტების გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარ მოთხოვნებს მმართველი პარტიის ოფისთანაც გაახმოვანებენ.

„ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით. ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მანამდე, აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მოუწოდეს, რომ ეს მსვლელობა მშვიდობიანად წარიმართოს.

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვენ. ისინი ასევე 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×