რეზონანსი
22.06.2019

ისანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, გურჯაანში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს. მეზობლების ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. ის გარდაცვლილს ედავებოდა, თითქოს საკუთარი საცხოვრებელი სახლი მისი მითითებით გაყიდა.

დაკავებულიც და გარდაცვლილიც, გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, თბილისში, ისანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, 62 წლის თემურ ომსარაშვილი დანით დაჭრეს.ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×