რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) სახელმწიფო მთლიანად აანაზღაურებს ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

აკაკი ზოიძე რუსთაველის აქციის დარბევის დროს დაშავებულთა მდგომარეობაზე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს დაშავებულთა საზღვარგარეთ მკურნალობასაც.

„სახელმწიფო მთლიანად აანაზღაურებს, რა თქმა უნდა ყველა დაშავებულის მკურნალობს ხარჯებს და მათ შორის თუ დასჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებსაც. ეს მტკიცე პოზიციაა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, ამ პოლიტიკოსების წაქეზებით, თავდასხმა. ეს ერთ მხარე. მაგრამ იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ უნდა ხდებოდეს ის რომ დამიზნებით, უკანონო გამოყენებით, პროპორციული ძალის გადამეტება მიუღებელია.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×