(რეზონანსი) თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, სუს-ის აგენტი ჯებირზე გადასვლას ცდილობდა.
„მან ტელეფონზე დარეკა და თქვან, რომ უკვე ადგილზეა და ნუ ინევრიულებენ. ეს საეჭვოდ მომეჩვენა, შესაბამისად, მე მივედი და ვკითხე ვინ იყო. მიპასუხა, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. დავუძახე პარტიის წარმომადგენლებს და ვერ იცნეს და ამის შემდეგ ატყდა ყველაფერი. ის ცდილობდა, ტყუილი ეთქვა თავის პოლიტიკურ წარმომავლობაზე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
როგორც აქციის მონაწილემ ზურაბ ყანდორელაშვილმა აღნიშნა, ის სტუდენტია და სურს, აქციაში მონაწილეობა.
„ჩვენ არათუ შეგვიშვეს, არამედ ჩვენი ლიდერები გამოყარეს გარეთ და შემდეგ დაგვარქვეს, ვითომ სუს-ის აგენტები ვართ. მე ვარ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან და ვარ სტუდენტი. ვარ ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლებამ ძალიან დაჩაგრა. ნამდვილად არ მსიამოვნებს, როდესაც საკითხი ეხება ოკუპაციას, ახალგაზრდების დაჩაგვრას, ჩვენ ხალხზე დუბინკის აწევას. ჩემს უნივერსიტეტს არ აქვს სტუდენტური ბილეთი, თუმცა შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ჩემი სტატუსი",- განაცხადა ზურაბ ყანდორელაშვილმა