რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე თავის facebook  გვერდზე სტატუს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ იგი დააფინანსებს უკრაინელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსასვლელად, რაც ტურისტულ სეზონს დაეხმარება.

"მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ "თიბისი ჰოლდინგის" სახელით დავაფინანსო "ეარზენას" 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას! ” - წერს ხაზარაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×