რეზონანსი
22.06.2019

 (რეონანსი) როგორც რუსული მედია იტყობინება, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა , რამზან კადიროვმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა,რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავება განპირობებულია ამერიკისა და დასავლეთის პოლიტიკოსების გამო. კადიროვის თქმით, გროზნოდან თბილისამდე 200 კილომეტრია . ჩეჩნეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას რომ დღეს მსოფლიო იცნობს, რუსეთის დამსახურებაა.

,, ბოლო დღეების მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი და საშიში ანტირუსული პოლიტიკის გავლენა. საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო უსაფრთხოება და დუმის დეპუტატების ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა. საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა, უკეთესი მიზეზი ვერ გამონახა გარდა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის დაებრალებინა დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში. ‘’ ,- განაცხადა კადიროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×