რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა, რომ რიგ შემთხვევებში ნამდვილად მოხდა ძალის გადაჭარბება, რაზეც სწრაფი რეაგირებაა საჭირო:

„ყველაფერი, რამაც ამ მოთხოვნას შეუქმნა წინაპირობა, ეს არის კარგად ორგანიზებული ჯახი, რომლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში დაცვის პოზიციაში მდგარი პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა ძალა. ასეთი ჯახის პირობებში, რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რასაც 2014 წლიდან ჯერ კიდევ ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა და რაც არაერთხელ ტელევიზიითაც მოვისმინეთ.

სამწუხარო ფაქტია, რომ ძალის გადაჭარბება ნამდვილად მოხდა რიგ შემთხვევებში, ამაზე აუცილებლად სწრაფი რეაგირებაა საჭირო, მაგრამ სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა არ უნდა მოყვეს იმას, რასაც ჰქვია სამართლებრივად სწორი მოქმედება. ასე რომ, ყველა დაფიქრდეს მოთხოვნებთან დაკავშირებით და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×