რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ​ კომენტარს აკეთებს. ის საქართველოს ხელისუფლებისგან გარანტიებს ითხოვს, რომ მათი მოქალაქეების უსაფრთხოება ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება: „სხვა შემთხვევაში, ტურიზმის არავითარი განვითარება არ იქნება“ - აცხადებს დუმის სპიკერი ჟურნალისტებთან საუბრისას

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები და ამ გარანტიების მიღებამდე ტურიზმის განვითარება და მითუმეტეს სტიმულირება, მაგალითად ვიზების გაუქმების გზით, არ არის სწორი.

„რადიკალები, რომლებიც აწყობენ ანტირუსულ პროვოკაციებს აზარალებენ თავის მოქალაქეებს და ბიზნესს“ ამბობს ვოლოდინი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×