რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შედეგად დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარამდე ავა, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, აკაკი ცომაიამ განაცხადა.

იგი რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებასაც შეეხო, რომლის თანახმადაც საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აიკრძალება.

„დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტურისტების დაახლოებით 25%-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ.  ბუნებრივია, ეს იმოქმედებს შემოსავალზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სწორედ ეს გათვლა ჰქონდა პუტინს, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო. დანაკარგი კი ვფიქრობ, მილიარდ აშშ დოლარამდეც ავა.

ნაკადების შემცირება გავლენას მოახდენს ჯავშანზე, სასტუმროებზე, საოჯახო მეურნეობებზე, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელიც ამ პერიოდში იყიდება. საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება არ შეიძლება. ეს ქვეყანა არასანდოა, აბსოლუტურად ყველაფერს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის - ტურისტებსაც, სასურსათო პროდუქციასაც, ბუნებრივ რესურსებსაც. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები არც რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ნაკადებზე, არც რუსეთის ბაზარზე, თუ როდის აგვიკრძალავს ღვინის ექსპორტს, არც რუსულ გაზსა და რუსულ ნავთობზე. უნდა ვეცადოთ, რუსეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც შევძლოთ დივერსიფიცირება“, - აღნიშნა ცომაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×