რეზონანსი
22.06.2019

 პუტინის გადაწყვეტილებას, აკრძალოს ფრენები და საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლა, თსუის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია სოციალური ქსელით ეხმაურება:

„ქართულ ეკონომიკას გამოწვევები არ ელევა... დაიწყეს ტურიზმით გააგრძელებენ დანარჩენით...

წილი ექსპორტში 2018 წელს - 15% - იგივე 437 მილიონი $, აქვე შედის ქართული ღვინის ექსპორტის 60%... ათეულობით თუ არა ასეულობით ათასი პირდაპირ და ირიბად დასაქმებული ადამიანი...

ტურიზმში - 1.4 მილიონი ვიზიტორი - უხეშად 1 მილიარდი $, წინ ზაფხულის ტურისტული სეზონია...

წილი ფულად გზავნილებში - 1/3 - თითქმის 500 მილიონი $... საიდანაც მინიმუმ 100 ათასი ადამიანი იღებს თავის 500-1000 დოლარიან ფულად გზავნილს ყოველთვე...

პროვოკაციების შესაძლებლობა ყველა მიმართულებით...

იმედია გადავლახავთ, მაგრამ იგივე ალბათობით რთული ზაფხული გველის... #ღმერთიჩვენსკენ“ - წერს ჭარაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×