რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, იმ რუსი სასულიერო პირის შსახებ წერს, რომელმაც ქართველი ერი დაწყევლა.  იგი ამავდროულად რუსულ ეკლესიასაც ეხმაურება. 

"ეს ის არის, ვინც ქართველი ერი დაწყევლა... ვინც ქართველობას დემონი უწოდა, ვისაც სძულს საქართველო...

ეს ის არის, ვინც ქრისტიანობას იბრალებს და საეპისკოპოსი ხარისხს სიძულვილის ტირაჟირებისთვის იყენებს...

გაიხსენეთ, ადრეც რუსმა ეგზარქოსმაც დაგვიწყევლა ქართველი ერი... დღეს კი რუსეთის სინოდის მოქმედი ეპისკოპოსი იგივეს იმეორებს... 

ახლა მაინც დაინახოს ყველამ, რომ რუსეთი არ არის მართლმადიდებელი სახელმწიფო... რუსული ეკლესია არ ემსახურება ქრისტეს... ის პუტინის კანცელარიაა...

რუსეთის სახელწმიფომ და ეკლესიამ მსოფლიოს გასაგონად ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს..." - წერს პეტრე კოლხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×