რეზონანსი
22.06.2019

 პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, ლაშა ბუღაძეს მიმართავს.

"ლაშა ბუღაძე - შენ ხარ კლასიკური ტიპის ფაშისტი, იყავი და აგრძელებ ფაშისტობას! პირი გამოირეცხე, როცა საქართველოს პატრიოტებს გვახსენებ, შე მართლა გამყიდველო.

რაღაც არ მახსენდება, იმ ხალხზე ამოგეღო ეგ ბინძური ხმა, როცა შენი ბოკერია და მიშა მარტო თვალს კი არ თხრიდნენ, ფიზიკურად აწამებდნენ… მაგრამ ხმას რას ამოიღებდი, მცირე მასშტაბის მიშა და გიგა ხარ. ესენი რეალურად აწამებდნენ ხალხს, შენ კი - შენს წარმოდგენაში. კოლაბორაციონისტი შენ და მამაშენი ხართ!

ისევ ატყუებთ ხალხს, როგორც “ვარდების რევოლუციისას” ატყუებდით, მაგრამ შორს ვერ გაფრინდებით, აი, ახლა გეუბნები.

ნეტა, იმათ ტვინში ჩამახედა, შენ რომ ტაშს დაგიკრავენ და სიტყვას მოგიწონებენ, ფუ, მართლა, რა ვუთხარი “ქართულ ოცნებას”, ვინც თქვენ გადაგარჩინათ. კარგად დაიმახსოვრე: შენნაირებისთვის დასატოვებელი საქართველო არა გვაქვს და მალე ნახავ ამას.”- წერს ირმა ინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×