რეზონანსი
22.06.2019

 რუსეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოში ფრთხილად იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის “ტვიტერზე” ავრცელებს. განცხადებას მოჰყვა უკვე რეაქცია ტურისტებისგან, ისინი ტოვებენ საქართველოს და აუქმებენ ჯავშნებს.

უკვე არაერთმა სასტურომ და კერძო პირმა დააფიქსირა, რომ დაჯავშნილ ადგილებს რუსეთის მოქალაქები აუქმებენ.

“აიპრესმა” ჩაწერა რუსეთის რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც გუშინ ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ ისინი დროზე ადრე მიდიან, რადგან თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. რუსმა ტურისტება უნდა დატოვონ საქართველო 8 ივლისამდე – ასეთი პუტინის განკარგულება, რასაც ისინი ასრულებენ.

“მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან აპირებენ ამ ქვეყანაში წასვლას, მიმდინარე საპროტესტო აციების გამო მოერიდნონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულს” – ნათქვამია განცხადებაში.

პუტინმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის დროებით შეჩერების შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი

პორტალი kremli.ru პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებას აქვეყნებს

ბრძანებულების თანახმად ამა წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ მგზავრთა გადაყვანა (მათ შორის კომერციული მიზნით) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×