რეზონანსი
22.06.2019

 ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობ იაკობიშვილის განცხადებით, აპირებს, რომ სპეცრაზმელს, რომელიც ტყვიებს დამიზნებით ისროდა 20 ივნისის აქციაზე, პასუხი აგებინოს. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, ბევრი ადამიანისგან იცის, რომ ორივე დაშავებულს მხედველობა ამ სპეცრაზმელმა წაართვა.

„ეტყობა სპეციალური დანიშნულების რაზმი როცაა, დიდი ხანი ითმენდნენ და ეტყობა რაღაც პერიოდში ვეღარ მოითმინეს და ის რაღაცეებიც გააკეთეს, რისი ბრძანებაც არ ჰქონდათ. მე არავის გამოყვანა და „გაპრავება“ არ მინდა. მაგრამ ერთ რამეს ვუყურებდი. ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ ქართველებს, რომელიც ჟინით ესროდა.  თავისიანმაც აუკრა თუ გახსოვთ. არ შეიძლება სახელმწიფომ ის ადამიანი დაიცვას. 

მე როგორც ვიცი, ის ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, დიდი გადაცდომა მოუვიდა და ჩვენს პერიოდში, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ აღადგინეს და კი ვნახეთ, ისე ისროდა, თითქოს ირმებს ესროდა. ეს არ უნდა შერჩეს არავის. ეს არ არის არც მინისტრის, არც ვიღაცის დანაშაული. მე მაგას მანიაკად მოვიხსენიებ. მოვძებნი და ვნახავ მაგას, თავისას მიიღებს. ვერ უშველის ის, რომ რაღაც სტრუქტურაშია გაწევრიანებული. მიპოვნიან და მომიყვანენ. 

თვალგამოთხრილი გოგო რასაც იტყვის, იმას მიიღებს თავიდან ბოლომდე. აცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. სიტკბოებით ისროდა მაგ იარაღს. ბევრისგან ვიცი, რომ სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი. შეიძლება ეგ მსახურებდეს? სჯობს მე დავისაჯო და მაგან თავისი მიიღოს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×