რეზონანსი
22.06.2019

შსს-მ განცხადება გავრცელა ინციდენტზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ დემოსტრაციასთან ახლოს მოხდა. 

პოლიციელთა ინფორმაციით, ისინი აქციის მონაწილეს არ აკავებდენ და მას ტერიტორიიდან არიდებდენ, რადგან ორი პიროვნება არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ერთმანეთს უპირისპირდებოდა. შესაბამისად, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ისინი დააშორიშორეს ერთმანეთს, რამაც მომიტინგეებს აფიქრებინა, რომ პოლიცია მათ დაპატიმრებას აპირებდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ბოთლები ისროლეს და ითხოვდნენ გამოეშვათ მანქანაში მყოფი პიროვნება. რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციამ დაკავებული გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×