რეზონანსი
22.06.2019

 რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის ერთსაათიანი ვადა მისცეს, რომ გადააყენოს შს მინისტრი გიორგი გახარია.

მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლებენ და ის მიიღებს რევოლუციას.

"თუ ივანიშვილი არ გადააყენებს გახარიას, მაშინ ის მიიღებს რევოლუციას, ხოლო თუ რევოლუციითაც არ წავა, მაშინ ის მიიღებს გადატრიალებას" - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც მიკროფონის საშუალებით აქციაზე სიტყვით გამოვიდა. 

"რეზონანსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მის გამონათქვამს შეშფოთება მოჰყვა მომიტინგეებს შორის. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია და არავითარ რევოლუციას არ აპირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×