რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს, ნაწილი კი ადგილზე რჩება. ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავენ და დაჟინებით მოითხოვენ აქციის ორგანიზატორთა ერთი ნაწილის მიერ გამორთული მიკროფონის ჩართვას. "რეზონანსის" კორესპონდენტის ცნობით, უთანხმოება პირად საუბრებშიც და უშუალოდ მიმართვის ტექსტშიც აშკარაა.

"30 წელია ასეთ დღეში ვართ, სად უნდა წავიდეთ, არაფერი არ მორჩენილა. ვისაც მორჩენა უნდა, გზა ხსნილია და წავიდეს სადაც უნდა!“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც მცირე ჯგუფთან ერთად აქციის გაგრძელება ითავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×