რეზონანსი
22.06.2019

 (რეზონანსი) ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქვია დასრულებულად გამოაცხადეს. აქციის ორგანიზატორთა ერთი ნაწილი მიერ ამ განცხადების გახმოვანებას შეკრებილ მომიტინგეებს შორის უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც "რეზონანსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კამათი გაიმართა დემონსტრაციის ორგანიზატორთა შორისაც, სადაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ნაწილი მომხრე აღმოჩნდა აქციის მეორე დღის 19.00 საათამდე შეწყვეტისა, ნაწილმა კი კატეგორიული უარი განაცხადა დაშლაზე. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას გადადგომის ახალი ვადები უნდა დაუწესონ. 

"რატომ თქვეს, რომ უნდა დავიშალოთ? ქუთაისიდან ჩამოვედი და მე არ მინდა წასვლა და თბილსელებს გინდათ წასვლა?" - კითხვა დაუსვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ორგანიზატორებს. 

ამ წუთებში აქციაზე მიკროფონი გათიშულია და სიტყვით გამოსვლებიც შეწყვეტილია.

"ორგანიზატორები სადღაც წავიდნენ, ჩვენ არსად არ მივდივართ. ველოდებით ტეექნიკას, მიკროფონს და ჩვენ გავაგრძელებთ მიტინგს. არ ვიცი ვინ რა გადაწყვიტა" - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"ბოლომდე, ბოლომდე!" - სკანდირებენ ამ წუთებში ადგილზე დარჩენილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×