რეზონანსი
22.06.2019

 რუსეთის დუმის წევრი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც თბილისის სისხლიანი ღამის მიზეზი გახდა, თავის ქვეყანაში დაბრუნებული სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, მისი ვიზიტის და მით უმეტეს პარლამენტში მისი ადგილის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებას ჰქონდა, რადგან საქართველოში ხელისუფლების მიწვევით იმყოფებოდა და სხდომის ჩასატარებლად პარლამენტის შენობაც ხელისუფლებამ შეარჩია.

„მე იქ ვიყავი ქართული მხარის მოწვევით, ჩვენი პროტოკოლით სხდომა პრეზიდიუმიდან უნდა წაეყვანა ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს, მე და ჩემ ბერძენ კოლეგას, ჩვენ ნებისმიერ ადგილს ვთავაზობდით, თუმცა ქართველებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს სტუმართმმოყვარეობის საერთაშორისო იმიჯის გასამყარებლად მართებული იქნებოდა, რომ დელეგატები პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეკრებილიყვნენ. არავინ ელოდა რომ მოცემული გარანტიების შემდეგ დარბაზში შემოვარდებოდნენ „ლაწირაკები“, რომლებიც იყვირებდნენ „გკლავდით და ისევ მოგკლავთ“.“- განაცხადა გავრილოვმა.

გავრილოვი 20 ივნისიდან მოყოლებული რუსული მედიაში ძალიან აქტიური სტუმარი გახდა, მას იწვევენ სხვადასხვა გადაცემებში და ტოქ-შიუებში, სადაც ის მუდმივად იმეორებს, რომ ის საქართველოში ხელისუფლების მიწვევით იმყოფებოდა და განვითარებული მოვლენები რადიკალურ დაჯგუფებების წინასწარი სცენარი იყო, რომელთა მიზანიც ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო და მისი ამბავი მხოლოდ საბაბად გამოიყენეს.

გავრილოვმა სასტუმრო რედისონთან მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მასზე თავდასხმას რადიკალები ცდილობდნენ, რომელთა კურატორებიც ინგლისურად საუბრობენ ამერიკული აქცენტით:

„ისინი იყვენ არაადეკვატურ მდგომარეობაში. ბევრი კურატორი ლაპარაკობდა ინგლისურ ენაზე ამერიკული აქცენტით“- განაცხადა გავრილოვმა.

(ნიუპოსტი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×