რეზონანსი
21.06.2019

  ,,თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით „ღირსების მარში" ჩატარდება, თუმცა მოგვიანებით. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის" დროებით გადადების გადაწყვეტილემა მიიღეს და მთელი გუნდით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეურთდნენ.

„ღირსების მარში არ გაუქმებულა. ჩვენ უნდა გადავდოთ „თბილისი პრაიდი" საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო. ჩვენი გუნდი უერთდება მიმდინარე აქციას",- დაწერა „თბილისი პრაიდის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა მიკრობლოგ „ტვიტერში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×