რეზონანსი
21.06.2019

  ქაშუეთის ეზოში სასულიერო პირები შეიკრიბნენ. იქ იმყოფება ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრეც, რომელმაც თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამგმობმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უფრო მეტი

„გუშინ რომ ვყოფილიყავი თბილისში აუცილებლად აქ ვიქნებოდი და ჩავდგებოდი ახალგაზერდებთან, რომლებიც გათელეს წიხლით და ქართველ ერს გვაქვს გამოცდილება, როდესაც 9 აპრილს არავინ აღმოჩნდა შუაში ჩამდგომი და ვერც ომის დროს მოახერხა ეკლესიამ. შევთხოვთ უფალს, რომ ვინც მოახერხა მოწყალე სამარიტელის მსგავსად ვიყოთ და მშვიდობიანად გადაიაროს ამ განსაცდელის დღეებმა და ღვთის ნება აღსრულდეს ქართველ ერზე როგოც იქნება უმჯობესი. მიმაჩნია რომ ტელევიზიიდან ყურებას ჯობია აქ ვიყოთ ამ განსაცდელის დღეებში. ძალა არის სიმართლეში და ვინც განსაცდელისა და დაპირსპირების დროს თავისთავზე უნდა აიღოს ტყვიაც კი ეს არის სამღვდელო დასი და დედა ეკლესია, როგორც დედა ჩადგება შუაში ასევე ეკლესიაც.

ვუყურე კადრებს და ასე ცხოველს თუ მოექცევიან, ადამიანებზე გამოყენებული რეზინის ე.წ ტყვიების ნაწილი ცხოველებისთვის იყო მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ არაპროპორციული იყო ძალა და აგონიაში მყოფი პოლიცია თუ სპეცსამსახური ჩადიოდა ამ სისაძაგლეს, როდესაც დაშლილი აქციის მონაწილეებს პარკებში და ბუჩქებში დასდევდა.

მე მინდა მივმართო ყველას ვინც მისმენს, რომ იყოს ქვეყანასა ზედა და სულიწმინდა უძღოდეს და საქართველოზე წინ აარაფერი დადგეს, შევიყვაროთ ღმერთი სამშობლო და ადამიანი. ამ პრინციპით მოვიდა მოქმედი ხელისუფლება და მახსოვს როგორ გმობდა 7 ნოემბერსა და 26 მაისს . 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამგმობმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უფრო მეტი"- განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×