რეზონანსი
21.06.2019

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა აქცია გამართეს, ისინი ემიჯნებიან ძალადობას და აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას. სტუდენტები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომ არ მივიდნენ სტუდენტების აქციაზე და არ მოაწყონ პროვოკაციები.

„არსებობს საფრთხე იმისა, რომ სხვადასხვა ძალები შემოუერთდნენ ჩვენს აქციას. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ადგილზე მოსვლისგან, პროვოკაციებისგან. ვინაიდან პროვოკაციები სტუდენტების წინააღმდეგ არის დანაშაული, ეს არის საკუთარ სახელმწიფოს და მომავლის წინააღმდეგ გალაშქრება. მინდა ავწიოთ ხელები და ვაჩვენოთ ჩვენი სუფთა ხელები რუსეთს, საქართველოს და ვუთხრათ არა ძალადობას.

სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის მოქრთამული ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში, ამ ხელისუფლებაში და „მრგვალი მაგიდის“ დროსაც კი ჭამდნენ ქართულ ბიუჯეტს, თქვენს ფულს, თქვენი მშობლების ფულს, მანამდე ჩვენ რუსთაველზე არ წავალთ. მაშინ, როდესაც ისინი დატოვებენ რუსთაველს, დაგვითმობენ, ჩვენ იქ წავალთ და საზოგადოებას ნამდვილ, ქართულ პროტესტს ვაჩვენებთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×