რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) მჯერა, თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს, რომ კმარა, დღემდე რა მსხვერპლიც გავიღეთ საქართველოს შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიების გამო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა. ის თბილისში მინსკიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაშავდნენ ადამიანები, ზოგიერთი იმიტომ, რომ სახელმწიფოში წესრიგს იცავდა; ზოგიერთი იმიტომ, რომ საკუთარი და ქვეყნის ღირსების დასაცავად იყო გამოსული და შემდეგ უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდა; ზოგიერთი კი, იმიტომ, რომ აჰყვა პოლიტიკურად მოტივირებულ, სრულიად უგუნურ და დამღუპველ მოწოდებებს.

ყველა საქართველოს შვილია. ყველა ძვირფასია და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს: „კმარა, დღემდე რა მსხვერპლიც გავიღეთ საქართველოს შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიებისგამო!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მომხდარი მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.

„უდიდეს თანადგომას ვუცხადებ ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია. ეს არ არის მათი პირადი ტრაგედია. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ამ წუთამდე ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა პოლიციელებსაც გადაუხადა. მისი თქმით, საჭიროა თითოეული შემთხვევის მიუკერძოებელი გამოძიება და კანონის ჩარჩოებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×