რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ის, რაც გუშინ პარლამენტთან მოხდა, მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ძალადობრივი მოწოდებები სწორედ მათ გააკეთეს.

დეპუტატი ამბობს, რომ მას სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა უნახავს, ვინაიდან ტელეკომპანია "იმედს" უყურებდა.

"ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინც გააკეთა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, ვინც გამოიწვია აგრესია პოლიციაზე. მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას ოპოზიციის ქმედებებზე. საკმარისზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებ მე. ოპოზიციის საქციელზე მე პასუხისმგებლობას როგორ ავიღებ. ოპოზიციამ გააკეთა უკანონო მოწოდებები, მათ გააკეთეს პარლამენტში შეჭრის შესახებ განცხადებები და ამაზეც ზაქარიამ აიღოს პასუხისმგებლობა?

მე რაც ვნახე, ყველა კადრი არ მინახავს, მე რაც ვნახე, იქ ძალადობა არ იყო. მე ვუყურებდი ტელეკომპანია იმედს, შესაბამისად, პირიქით, პოლიცია სამი საათის განმავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ, როგორ იქცეოდნენ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების წაქეზებით", - თქვა დეპუტატმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×