რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, მზადდება მასალა და ყველას ექნება ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა რუსთაველზე თითოეული წამის სიზუსტით.

„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო. მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული. ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი, რამ რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე მასში შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. ჩვენ საჯაროს გავხდით როგორ ვითარდებოდა რუსთაველზე მოვლენები", - განაცხადა გახარიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×