რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაშავებულ გოგონა, რომელსაც თვალის ამოღება დასჭირდა 18 წლის მაია გომურია.

როგორც მისი ოჯახის წევრები „ქრონიკასთან" ამბობენ, ის აქციის მონაწილე არ იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.

მათი ინფორმაციით, გოგო სამსახურს გვიან ღამით მორჩა და რუსთაველის მოედნის გავლით სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც მას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა.

მზია გომური „ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისთვის მხედველობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×