რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) გუშინ აქციაზე დაზარალებული ახალგაზრდა მსახიობი დემეტრე ნაყოფიაა, რომელსაც რეზინის ტყვია პირდაპირ თვალში მოხვდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექიმები ოპერაციის გზით მისი თვალის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

საბედნიეროდ, ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემეტრეს თვალზე ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

„მეგობრებო, ჩემს მეგობარს დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს, მადლობა ექიმებს, რომლებმაც ფაქტობრივად სასწაული ჩაიდინეს. დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას", - წერს მსახიობის მეგობარი, ნიკა ლაშხი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×