(რეზონანსი) უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ მზადაა დეპუტატის მანდატი დატოვოს.
ის დღეს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომას მოგვიანებით შეუერთდა.
ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განვითარებულ პროცესებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
დეპუტატმა გუშინ, საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიშიც მოუხადა.
თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, დღეს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცის გუშინ გაიმართა.
საყოველთაო პროტესტი, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გახსნას მოჰყვა. რომელსაც რუსი დეპუტატი სპიკერიატის ტრიბუნიდან გაუძღვა.