რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა.

მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს რუსი პარლამენტარების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო და არეულობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებისგან.

ამასთანავე, ის ასამბლეიდან საქართველოს გარიცხვის წინააღმდეგ გამოვიდა.

„ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართული მართლმადიდებლობის ინტერესები, პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს ხელს აძლევს", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×