რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) მშვიდობიანად იყვნენ ადამიანები, მაგრამ პროვოკატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" ისინი გამოიყენა, თუ აქვს თავი შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაფასოს იმ პროვოკატორი ადამიანების მოწოდებები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების" ოფისთან მივიდა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

მან გუშინდელი მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს.

"დღევანდელი მოცემულობა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდებაა. ეს გადაყენება აღარ არის, ეს გაგდება უნდა იყოს. ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, რაც გუშინ ჩაიდინეს. რად ღირს იმ ახალგაზრდა ადამიანების თვალის ჩინი, პარლამენტის თავმჯდომარე რომ კობახიძე კაბინეტში იჯდეს? იმ ადამიანების დასახიჩრება მაგის გამო მოხდა?", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი შეფასებით, მშვიდობიანი პროტესტი გარდაუვალია.

„ეს ორი სიმახინჯე, რაც არის „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება", მათ მიმართ მშვიდობიანი პროტესტია გასაკეთებელი, რომ რაც პოლიტიკაში სულდახუთულობაა, უნდა დასრულდეს. ადამიანები, რომლებიც მიდიან ბუნებრივი პროტესტის გამოსახატად, პროვოკაციისა და რაღაც ავადმყოფური ვნებების მსხვერპლნი ხდებიან. მშვიდობიანად იყვნენ ადამიანები, მაგრამ პროვოკატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ადამიანები გამოიყენა. ძალიან მძიმე სიტუაციაა. თუ აქვს თავი შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაფასოს იმ პროვოკატორი ადამიანების მოწოდებები და შესაბამისი რეაგირება გააკეთოს, მაგრამ მშვიდობიან ადამიანებზე მთელი ღამე დევნა, როდესაც პროცესი და საფრთხე არავის აღარ ემუქრება, ეს დევნა რა იყო, რა უბედურება იყო", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×